#TheFerragnes - სამეფო ქორწილი იტალიურად !

  • 03 / 18 / 2019
#TheFerragnes - სამეფო ქორწილი იტალიურად !

„ბუკოვსკიმ ერთხელ თქვა ,  ადამიანს ორი  დიდი ნაკლი  აქვს : დაგვიანება და მიცემული  პირობის შეუსრულებლობა.  მე ვერ შეგპირდები, რომ ყოველთვის ზუსტ დროს მოვალ, თუმცა, გპირდები ,  მაშინც კი როცა დავაგვიანებ, მე ყოველთვის  შენს გვერდით ვიქნები …. „  - ეს ამაღელვებელი სიტყვები იტალიელმა რეპერმა ფედერიკო ფედეზმა  მომავალ მეუღლეს ქორწინების ფიცის დადებისას  უთხრა

საქორწილო ადგილი, საქორწილო ბეჭედი, საქორწილო შარვალ-კოსტუმი, საქორწილო თაიგული, საქორწილო ადგილები, საქორწილო კაბა, სალონი, საქორწილო ავტომობილები, საქორწილო დიზაინი, ფოტოგრაფი, DJ, ბენდი, საქორწილო თაიგული, ქეითერინგი

შთამბეჭდავი, ზღაპრული, მრავალფეროვანი, გრანდიოზული, პომპეზური , რომანტიული,   -  მოდის ბლოგერის ქიარა ფერანისა და ფედერიკო ფედეზის ქორწილის დასახასიათებლად   ზედსართავი სახელების ჩამოთვლა ნამდვილად არ მოგვბეზრდება.  ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ თავისი მასშტაბურობით  შეიძლება ითქვას , რომ თავად სამეფო ქორწილიც დაჩრდილა.  

ყველაფერი კი ყველაზე რომანტიული ხელის თხოვნით დაიწყო .   „რომეო და ჯულიეტას“  ქალაქში რეპერი სოლო კონცერტს მართავდა . საგანგებოდ  შეყვარებულისთვის მიძღვნილი სიმღერის ფონზე ქიარა სცენაზე მიიწვია  , ცალ ფეხზე ჩაიმუხლა და უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედთან ერთად ტრადიციული კითხვა დაუსვა :   And she said Si!

საქორწინო სამზადის წყვილმა ერთი წელი მოანდომა. თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მოლოდინი ამად ღირდა.

დავიწყოთ, რა თქმა უნდა,  ქიარას ულამაზესი საქორწინო კაბით, უფრო სწორედ კაბებით. ქორწილის დღეს იტალიელმა ბლოგერმა  კრისტიან დიორის სამოდელო სახლის მიერ შექმნილი ორი  კაბა მოირგო.  დიზაინზე  მარია გრაცია ქიურიმ  იმუშავა.  თავად საქორწინო კაბა 400 მეტრი ქსოვილისგან შეიქმნა და სპეციალისტებმა მის შეკერვას არც მეტი და არც ნაკლები 1600 საათი მოანდომეს.   

საქორწილო ადგილი, საქორწილო ბეჭედი, საქორწილო შარვალ-კოსტუმი, საქორწილო თაიგული, საქორწილო ადგილები, საქორწილო კაბა, სალონი, საქორწილო ავტომობილები, საქორწილო დიზაინი, ფოტოგრაფი, DJ, ბენდი, საქორწილო თაიგული, ქეითერინგი

ფედეზის სიმღერიდან ამონარიდები, იმ ქალაქების ემბლემები, რომლებშიც წყვილი ცხოვრობდა , ლომი, რომელიც  მათ შვილთან, ლეონთან ასოცირდება , ქორწინების თარიღი და სხვა საერთო თავგადასავლები - ამ ყველაფრის ნახვა მოწვეულ სტუმრებს ქიარას მეორე  საღამოს კაბაზე შეეძლოთ.  ამჯერად მარია გრაცია ქიურიმ ბლოგერისთვის ვარდისფერი ნაზი ნაჭრისგან  და აბრეშუმის ნაქარგებისგან საოცრად რომანტიული და ემოციური კაბა შექმნა.  სადილის შემდეგ კი ქიარას საღამოს კაბა მოკლე საბალეტო კოსტუმის სტილში გადაკეთდა.

საქორწილო ადგილი, საქორწილო ბეჭედი, საქორწილო შარვალ-კოსტუმი, საქორწილო თაიგული, საქორწილო ადგილები, საქორწილო კაბა, სალონი, საქორწილო ავტომობილები, საქორწილო დიზაინი, ფოტოგრაფი, DJ, ბენდი, საქორწილო თაიგული, ქეითერინგი

შეყვარებული წყვილისთვის საქორწინო ბეჭდები Pomellato Jewelry-ის სპეციალისტებმა შექმნეს.  ბეჭდები იდენტურია და ოქროს ზედაპირი თხელი ალმასის საფარითაა დაფარული. სამკაულის შიდა მხარეს ქორწილის თარიღი და ფედერიკოსა და ქიარას სახელებია ამოტვირფული.

საქორწილო ადგილი, საქორწილო ბეჭედი, საქორწილო შარვალ-კოსტუმი, საქორწილო თაიგული, საქორწილო ადგილები, საქორწილო კაბა, სალონი, საქორწილო ავტომობილები, საქორწილო დიზაინი, ფოტოგრაფი, DJ, ბენდი, საქორწილო თაიგული, ქეითერინგი 

სად უნდა გაიმართოს იტალიელების ქორიწლი, თუ არა ულამაზეს სიცილიის კუნძულზე? წყვილმაც მნიშვნლეოვანი დღისთვის სწორედ ეს ლოკაცია შეარჩიეს. სტუმრები დანიშნულების ადგილას „ალი იტალაის“ საგანგებო რეისით ჩაფრინდნენ. ტრაპზე  წყვილის მეგობრებს ქიარასა და ფედეზის გამოსახულების გიგანტური სათანამშოები დახვდნენ. საქორწინო დღეების მასშტაბურობა პირველი წუთის შესამჩნევი გახდა.

საქორწილო ადგილი, საქორწილო ბეჭედი, საქორწილო შარვალ-კოსტუმი, საქორწილო თაიგული, საქორწილო ადგილები, საქორწილო კაბა, სალონი, საქორწილო ავტომობილები, საქორწილო დიზაინი, ფოტოგრაფი, DJ, ბენდი, საქორწილო თაიგული, ქეითერინგი

ქალაქ ნოტოში მდებარე მე- 18 საუკუნის ციხე სიმაგრეში ნამდვილი სამეფო მიღება გამართა. ხელის მოწერის ცერემონია 1 სექტემბერს  შედგა .  ღია ცის ქვეშ შეყვარებულებმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს და აცრემლებულებმა საქორწინო ფიციც წაიკითხეს. 

ოფიციალური ნაწილის შემდეგ კი ყველასათვის საოცნებო  „after-party“ დაიწყო. ღონისძიება ქოაჩელას მუსიკალური ფესტივალის ინსპირაციით მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს უზარმარ  სივრცეში ქიარასა და ფედერიკოს გამოსახულებით სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეშმაკის ბორბალი, ფოიერვერკები , სასცენო წარმოდგენები და კარაოკე დახვდათ. თავად ქორწილი ალესანდრა გრილოს მიერ დაიგეგმა, ყვავილებით გაფორმებაზე კი ვინჩენცო დასკანიომ იზრუნა.  წყვილმა ქორწილის ფოტოები  ჰეშთეგით #theFerragnez  გაავრცელეს. 

საქორწილო ადგილი, საქორწილო ბეჭედი, საქორწილო შარვალ-კოსტუმი, საქორწილო თაიგული, საქორწილო ადგილები, საქორწილო კაბა, სალონი, საქორწილო ავტომობილები, საქორწილო დიზაინი, ფოტოგრაფი, DJ, ბენდი, საქორწილო თაიგული, ქეითერინგი

როგორც  ზღაპრებშია საზეიმო ნადიმი სამ დღესა და სამ ღამეს გაგრძელდა.  საქორწინო აურზაურისგან დასვენება და თაფლობის თვის გატარება წყვილმა მალდივებზე დაგეგმეს. რაც შეეხება იტალიის ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ ქორწილს, მისმა ბიუჯეტმა 1,177,800 ამერიკული დოლარი შეადგინა.